0
შპს "შხეფი"

უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელების კომპანია “შხეფი” 2005 წლიდან გამოჩნდა ბაზარზე. თავდაპირველად სულ სამი სახის სასმელი იწარმოებოდა. დღესდღეობით ასორტიმენტშია ათი დასახელების ლიმონათი და ბურახი, როგორც ლიტრიანი, ასევე ორ-ლიტრიანი შეფუთვით.

ჩამოსხმის გერმანული ტექნოლოგია, ბულაჩაურის წყლის უნიკალური გემო და ნატურალური ხილის წვენის შემცველობა შხეფის ლიმონათს არომატულობას მატებს. დიდი მოწონებით სარგებლობს მსხლის, ტარხუნის, ატმის და ჟოლოს ლიმონათი. ასევე მოთხოვნადია ბურახი, რომელიც კოფეინის შემცველობით გამოირჩევა და მატონიზირებელ სასმელებს განეკუთვნება.

შხეფის პოპულარობა რამდენიმე წელია გასცდა საქართველოს ფარგლებს და წარმატებით ექსპორტირდება ისრაელში, საბერძნეთში, უკრაინაში, ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. მიირთვით შხეფი და გაიხალისეთ ცხოვრება.

100