ჩვენ შესახებ
უალკოჰოლო სასმელების კომპანია შხეფი 2005 წლიდან გამოჩნდა ქართულ ბაზარზე, თავდაპირველად სამი სახის სასმელი იწარმოებოდა, დღესდღეობით ასორტიმენტშია 10 დასახელების ლიმონათი და ბურახი.
დიდი მოწონებით სარგებლობს მსხლის, ტარხუნის, ნაღების და საფერავის ლიმონათი. ასევე ძალიან მოთხოვნადია ბურახი, რომელიც კოფეინის შემცველობით გამოირჩევა და მატონიზირებელ სასმელებსგანეკუთვნება... შხეფი
შხეფის წარმოება ხარისხზეა ორიენტირებული და უსაფრთხო პროდუქტს აწარმოებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ჩამოსხმის გერმანული ტექნოლოგია, ბულაჩაურის წყლის უნიკალური გემო, ნატურალური ხილის წვენის შემცველობა შხეფის ლიმონათს არომატულობას მატებს.
ლიმონათი შხეფი ფასით ხელმისაწვდომია და იწარმოება 1 და 2 ლიტრიან ბოთლებში. შხეფის პოპულარობა გასცდა საქართველოს საზღვრებს და ის წარმატებით ექსპორტირდება ისრაელში, საბერძნეთში, რუსეთში, ყაზახეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.
მიირთვით ლიმონათი შხეფი და გაიხალისეთ ცხოვრება!